ტეგები

,


1989 წელს ქართულ პრესაში მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოქლში მოქმედი სეპარატისტული ორგანიზაცია”ადამონ ნიხასის” ლიდერის ალან ჩოჩიევის ღია წერილს, რომლითაც მან  გამოუცხადა მხარდაჭერა ლიხნის შეკრების ორგანიზატორების მოთხოვნას  აფხაზეთის ავტონომიის საქართველოსგან გამოყოფის შესახებ. მოგვიანებით “ადამონ ნიხასმა” ოსი ხალხის სახელით წამოაყენა ჩრდილოეთ და ე. წ. სამხრეთ ოსეთის გაერთიანების მოთხოვნა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილები” დაუბრუნდება “ადამონ ნიხასის” ამ განცხადებას და ალან ჩოჩიევს, მანამდე კი  1989 წლის კიდევ ერთი გამოხმაურება ჩოჩიევის გააქტიურების შესახებ, ამჯერად ქართველი მეცნიერების – ჯალაბაძის და ქანთარიას  – ავტორობით.

ჩოჩიშვილი“9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ შეიძლება არცთუ საჭიროდ მიიჩნიოს ვინმემ წინამდებარე წერილის გამოქვეყნება, ამ უარყოფითი ინფორმაციის მოზღვავების პერიოდში ალან ჩოჩიევზე ყურადღების ზედმეტი გამახვილება, მაგრამ ცხადად გამოჩნდა, რომ ალან ჩოჩიევს არ იცნობენ ოსი ამხანაგები და მით უფრო არ იცნობენ მას ქართველები…ჩვენ არ ვაპირებთ მკითხველს თავი შევაწყინოთ ჩოჩიევის ბიოგრაფიის გადმოცემით, ეს დიდი პატივი იქნებოდა მისთვის, მაგრამ გვინდა ყველამ იცოდეს მისი ცხოვრების ერთი ეპიზოდის შესახებ.

რა მართებს ქართველ ერს ალან ჩოჩიევისა. იქნებ, მიწა-წყალი, იქნებ, სამშობლო, ან ოსური სკოლები, რომლებიც დიდი ხანია აღარ არსებობს ბუდე ოსეთის კავკასიონის ჩრდილო კალთებზე. იქ ოსი მოსწავლე-ახალგაზრდობა მხოლოდ რუსულად იღებს განათლებას, მაშინ როცა საქართველოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ოსური სკოლები ფუნქციონირებს. ოსი მოსახლეობა თვითონ ამჯობინებს შვილები რუსულ სკოლებში შეიყვანონ, რამეთუ ოსური ენა არაპერსპექტიულად მიაჩნიათ. ამ ვითარებაში რას ემართლება ალან ჩიჩიევი ქართველ ერს? რატომ არის ასე გაგულისებული? იქნებ რაიმე პირადული წყენა, დაჩაგვრა ვერ უპატიებია ქართველი ხალხისთვის?

alanეს ვიცით, რომ თბილისში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ფაკულტეტის ასპირანტი იყო. აქ მიიღო მეცნიერული წვრთნა სახელოვანი ქართველი მეცნიერების ხელმძღვანელობით. („მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა!“) ამავე ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და ასე გამოჩარხული, გაწაფული, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდებით მხარგაშლილი და ზურგგამაგრებული დაბრუნდა ცხინვალში. „მადლიერმა“ ჩოჩიევმა ქართველი ხალხის “ვალის გადახდა,“ როგორც ეტყობა იმით გადაწყვიტა, რომ მხარში ამოუდგა თავის აფხაზ მეგობრებს და მოინდომა ის ტოტი მოეჭრა, რომელზედაც თვითონ ზის. ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, მორიელის სინდრომმა იმოქმედა. რას იზამ, ქართველებს ვერც ამით გააკვირვებ. განა ცოტა აფხაზი სპეციალისტი და მეცნიერი გაზარდა და დაავაჟკაცა იმავე ინსტიტუტმა და მათაც ხომ „ვალის გადახდა“ ლიხნის და გუდაუთის ამბებით გადაწყვიტეს.

დაიცვა ალან ჩოჩიევმა საკანდიდატო დისერტაცია და სულ მალე 1985 წელს გამოსცა საკმაოდ დიდტანიანი წიგნი – „ოსთა სულიერი კულტურის ნარკვევები.“ ( რუსულ ენაზე) 2000 ტირაჟით. მგრამ ეს წიგნი საოცრებათა „თაიგულად“ იქცა. უპირველესი საოცრება ისაა, რომ ისტორიის ინსტიტუტი, სადაც იგი მეცნიერად ჩამოყალიბდა, დაიცვა ხარისხი და ის წიგნიც ფაქტიურად იქ დაწერა, იმის ღირსი არ აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკისთვის მაინც ერთი ეგზემპლარი გამოეგზავნა, მეორე საოცრება: თითქმის სამას გვერდიან წიგნში არც ერთი ქართული წყრო არ არის გამოყენებული ( არც ვახუშტი, არც საბა, არც ლეონტი მროველი, არც ძეგლი ერისთავთა..) რამდენიმე ადგილას ა. რობაქიძის შრომებია მითითებული, ერთ ადგილას გ. ახვლედიანი ( 280 გვ.) იმავე გვერდზე გ. მელიქიშვილი, ერთგანაც რ. ხარაძისა და ალ. რობაქიძის ერთობლივი ნაშრომი, მორჩა და გათქვადა. მაშინ, როდესაც მრავალი ქართველი ავტორის ნაშრომის გამოყენება შეეძლო როგორც ქართულ, ისე რუსულ ენებზე. მაგრამ, როგორც ეტყობა, ეს ერთგვარი სტრატეგიული სვლა იყო, უგულებელყოფა ყოველივე ქართულისა! ”

გ. ჯალაბაძე
ისტორიის მეცნიერებათა დიქტორი
მ. ქანთარია
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი

იხ. ალექსანდრე ქუძიევის 1989 წლის მიმართვა ალან ჩოჩიევისადმ

https://lessonsgeo.wordpress.com/2014/12/11/%E1%83%AB%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94/