ტეგები

, , ,


Teb

1989 წლის 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დღეს, თბილისში დიდი სამგლოვიარო მიტინგი მოეწყო. მასში ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილებს სიტვით მიმართეს: ირაკლი წერეთელმა, მერაბ კოსტავამ, ნოდარ ნათაძემ და სხვებმა.. მათ ილაპარაკეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაზე. წაიკითხეს გაეროსა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობებისადმი გასაგზავნი დეკლარაციის ტექსტი საქართველოს საერთაშორისო უფლებების აღდგენის მოთხოვნით, რასაც 10000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. 1989 წლის 25 თებერვლის ამ  მანიფესტაციას მოჰყვა ზვიად გამსახურდიას, თედო პაატაშვილის, გიორგი ჭანტურიას, მამუკა გიორგაძის და სხვა პირების დაკავება.

მაშინ, როცა თბილისის ცენტრში 20000 ამდე შეკრებილმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტი  სამგლოვიარო მანიფესტაციით გააპროტესტა, მაშინდელმა პარტიულმა და საზოგადოებრივმა „ელიტამ,“ თბილისის გარნიზონის სსრკ საჯარისო ნაწილების წარმომადგენელბთან ერთად, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 68-ე წლისთავი იზეიმა.

შედგა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საზეიმო სხდომა. პრეზიდიუმში იყვნენ სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი ა.ნ. იაკოვლევი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯ.ი. პატიაშვილი, გ.ა. ანჩაბაძე, გ.გ გუმბარიძე, გ.ნ ენუქიძე, ო.გ ვარძელაშვილი, ბ.დ. მახარაშვილი, გ.ა. მეტონიძე, ბ.ვ. ნიკოლსკი, ი.ნ. როდიონოვი. ნ. ა. ფოფხაძე, ო.ე. ჩერქეზია, ზ.ა. ჩხეიძე, ნ.ა. ჭითანავა, ვ.მ. სირაძე, პ.პ. ჩხეიძე და ასე შემდეგ.

„საზეიმო სხდომის მონაწილეებისთვის გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს საუკეთესო სამხატვრო კოლექტივები და ხელოვნების ოსტატები.“ წერდა 1989 წლის 25 თებერვლის ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით „საქინფორმი“:)