ტეგები

, ,


mama bushi

(ჯორჯ ბუშის (უფროსი) დაშვება 1800 მეტრის სიმაღლიდან, თავის 90 წლის იუბილეზე)

1989 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე რონალდ რეიგანი ჯორჯ ბუშმა შეცვალა. საინაუგურაციო სიტყვაში მან თქვა: „როცა თავისუფლებით განახლებული მსოფლიო ახლიდან დაბადებულივით წარმოგვიდგება, ადამიანის გულებში დიქტატორების დრო წარსულს ჩაბარდება. ტოტალიტარიზმის ერა სრულდება, ძველი იდეები ცვივა ძირს, როგორც ბებერი, უსიცოცხლო ხიდან ჩამოყრილი ფოთლები. „

აშშ -ის 41 -ე პრეზიდენტს მოუწია თავისი წინამორბედის მიერ ასე წარმატებით წარმოებული „ცივი ომის“ დასრულება ისე, რომ პრეზიდენტობის მესამე წელს ეთქვა:”კომუნიზმი წელს გარდაიცვალა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ვიტყვი: ყველაზე დიდი რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა ესაა. ღმერთის დახმარებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ცივ ომში“ გაიმარჯვა.”

2014-ში, უფროსმა ჯორჯ ბუშმა თავისი 90 წლის იუბილე 1800 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტით დაშვებით აღნიშნა, ისევე როგორც აღნიშნა 75, 80 და 85 წლის იუბილეები. აშშ-ის 41 -ე პრეზიდენტმა ეს ტრადიცია არ დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული.

უფროს ბუშს პარაშუტით პირველად დაშვება  მეორე მსოფლიო ომის დროს მოუწია, როცა მისი თვითმფირნავი წყნარი ოკეანის თავზე ჩამოაგდეს.