ტეგები

, ,


ცხინვალიოსური სეპარატიზმის სათავეებთან იდგა კაცი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ  თქვა, რომ აგვისტოს 5-დღიანი ომი მოსკოვის მიერ 2008 წლამდე კარგად ხნით ადრე ჩაფიქრებული „პროვოკაცია“ იყო და მის მიზანს რამენაირად საქართველოს ოსების გენოციდში დადანაშაულება წარმოადგენდა. ალან ჩოჩიევს ვგულისხმობთ.მან განაცხადა, რომ მოსკოვის გეგმით  –  “სამხრეთ ოსეთის” მიერთების საქმეში რუსეთისთვის მთავარი სამსახური ” გენოციდის გეგმას” უნდა გაეწია, მაგრამ გეგმა ჩავარდა, სააკაშვილი ამას ვერ წამოაგეს.

ალან ჩოჩიევი გასული საუკუნის 90 – იანი წლების ბოლოდან ვლადიკავკაზსში ცხოვრობდა.  მას ჰქონდა უთანხმოება ე.წ.  სამხრეთ ოსეთის მეთაურთან ედუარდ კოკოითისთან, 2009 -ში  ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაც დატოვა და გერმანიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ისტორისკოსი ალან ჩოჩიევი იყო ოსური სახალხო ფრონტის “ადამონ ნიხასის” ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი.  1989 -ში მისი მეთაურობით გამოუცხადა “ადამონ ნიხასმა”  მხარდაჭერა აფხაზ სეპარატისტებს, ოდნავ მოგვიანებით კი ორი ოსეთის გაერთიანებაც მოითხოვა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგაცანით  რა მძაფრი გამოხმაურებები მოყვა”ადამონ ნიხასის” ამ  მოთხოვნას, მათ შორის  ჩვენი ოსი თანამემამულეების მხრიდან. გავიხსენეთ ისიც, 1989 წლის ივლისში როგორ მოახერხა “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” “ადამონ ნიხასის” ხელმძღვანელებთან  ერთად მიეღო მიმართვა ქართველებისა და ოსებისდამი, რომელშიც ითქვა – ჩვენი ურთიერთობის გაუარესებით საერთო მტერია დაინტერსებულიო.. მაგრამ, ამ მიმართვიდან  ზუსტად 3 თვეში ქართულ პრესაში გამოაქვეყნეს “ოსი მშრომელების მიმართვა,” სინამდვილეში “ადამონ ნიხასის” მიმართვა, რომელიც რუსეთიდან,  როკის გვირაბის გავლით  შემოპარულ ოცნებას აჟღერებდა.

საბჭოთა რესპუბლიკებში ლამის ერთმანეთის მიყოლებით შეიმუშავეს კანონები სახელმწიფო ენის შესახებ. ოსური სეპარატისტული ორგანიზაციაც თავის მოთხოვნას  ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მინისტრთა საბჭოს დადგენილების საბაბზე აგებდა. გაეცანით სსრკ უმაღლესი საბჭოს, სსრკ მინისტრთა საბჭოს და სკპპ ცენტრალური კომიტეტის სახელზე შემუშავებულ მიმართავს, რომელსაც “ოსი მშრომელების მიმართვა” ერქვა.

“ამა წლის 15 აგვისტოს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულია დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის სწრაფვას ეროვნული კულტურის, ტრადიციისა და ენის ყოველმხრივი განვითარებისკენ, ვთვლით რა ამას ნებისმიერი ხალხის, ერის განუყოფელ ნაწილად.

საქართველოს მთავრობის ზემოთაღნიშნული დადგენილება თავისი შინაარსით, რესპუბლიკის არაქართული მოსახლეობის, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხალხთან მიმართებაში ანტიდემოკრატოული და დისკრიმინაციულია. ქართული ენის სახელმწიფო პროგრამაში არაფერია ნათქვამი ერთაშორის ურთიერთობების ენის სტატუსისა და მცირე ერების ენის შესახებ.

როკის ტუნელიჩრდილო-ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ისტორია ისე აეწყო, რომ საქმის წარმოებისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ენად გვევლინება რუსული, ოსურთან ერთად, საქართველოს მთავრობის ახალმა დადგენილებამ დასაბამი მისცა ოლქის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ოსების ხელოვნურ ასიმილაციას ქართველების მიერ. ვინაიდან დაუშვებელია ჩრდილო და სამხრეთ ოსეთში განსხვავებული ენობრივი პოლიტიკის გატარება.

ჩვენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ აბსურდად მიგვაჩნია – ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ფარგლებში ოსეთის მცირერიცხოვანი ხალხის ორ ადმინისტრაციულ ერთეულად გაყოფა და ვითხოვთ, რომ ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი განხილულ იქნას საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ეროვნული საკითხებისადმი მიძღვნილ პლენუმზე და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა ოსის საუკუნოვანი ოცნება, – გაერთიანების შესახებ, საბოლოოდ განხორციელდება.

დღეს კი, მიღებული დადგენილების დისკრიმინაციული და ანტიდემოკრატიული ხასიათი, ოსეთის არაქართველი მოსახლეობის მძაფრ გულისწყრომას იწვევს. ჩატარდა რიგი გამაფრთხილებელი გაფიცვები და მიტინგები. საერთო აზრით, ეს ფასდება კიდევ ერთ რგოლად – რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის არაქართველი მოსახლეობის დამცირებისა და შეურაცხყოფის იმ ჯაჭვისა, რომლებიც უწყვეტ ნაკადად მოედინება საქართველოს ტელევიზიის, რადიოსა და პრესის ფურცლებიდან.

გამომდინარე – ლენინური ნაციონალური პოლიტიკის პრინციპებიდან, ეროვნულ საკითხებზე სკკპ პლატფორმის დებულებიდან და საქ. სსრ – ში ოსი მშრომელებისთვის შექმნილი საზოგადოებრივ – პოლიტიკური სიტუაციიდან მოვითხოვთ:
1. სკკპ ცკ პლენუმზე ეროვნული საკითხების შესახებ განხილულ იქნას და გადაწყდეს სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის გაერთიანების პრობლემა, რითაც შესრულდება ყველა ოსის საუკუნოვანი ოცნება. ვთვლით, რომ ორი ნაწილის გაერთიანება გახდება იმ ისტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური აბსურდისგან თავის არიდების აქტი, როდესაც საერთო ტერიტორიის მქონე ერთი ერი, ორ ადმინისტრაციულ ერთეულადაა გამოყოფილი ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ფარგლებში და სხვადასხვა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში იმყოფება. ვითვალისწინებთ რა ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას, ჩვენ ვუშვებთ, რომ ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების პირველ საფეხურად სამხრეთ ოსეთისთვის ( ოლქისთვის) ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება უნდა იქცეს.
2. კონსტიტუციურად განმტკიცდეს ყველა ავტონომიური წარმონაქმნის უფლება თავისი ბედის თვითგამორკვევის შესახებ. ( მოკავშირე რესპუბლიკის შემადგენლობიდან თავისუფლად გასვლის უფლება)
3. გადაწყდეს საკითხი ყველა ტიპის ავტონომიური ფორმირების – საერთო ფედერალური ცენტრისადმი დაქვემდებარების შესახებ.
4. ყველა კანონი, დადგენილება, გადაწყვეტილება სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციების შესწორება, რომელიც ეხება – სსრკ ან მოკავშირე რესპუბლიკის ავტონომიურ ფორმირებათა ინტერესებს გამოტანილ იქნას საერთო სახალხო განხილვაზე ავტონომიური წარმონაქმნის მოსახლეობისა.
5. კანონში ენის შესახებ შეტანილ იქნას პუნქტი: „სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე – ყველა პარტიულ საბჭოთა, ადმინისტრაციულ, სამეცნიერო -სასწავლო, სამეურნეო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში სახელმწიფო ენად ოსური ენა გამოცხადდეს, საქმისწარმოება, ასევე სწავლება სამხრეთ ოსეთის ყევლა ტიპის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებში წარმოებულ იქნას ოსურ და რუსულ ენებზე, ორენოვნების პრინციპის დაცვით. ქართული ენა ფუნქციონირებს – ქართული ეროვნების პირთა კომპაქტური დასახლების ადგილებში – თანაბარი უფლებით ოსურ და რუსულ ენებთან ერთად.“

ძმობა და სეპარატიზმი – ალექსანდრე ქუძიევი სეპარატისტების წინააღმდეგ  ( პასუხი “ადამონ ნიხასს” და ალან ჩოჩიევს)

https://lessonsgeo.wordpress.com/2014/12/11/%E1%83%AB%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9A%E1